08 სექტემბერი, 2015
ებრძოლეთ დიაბეტს ხალხური მეთოდებით
ნიახური
თუ დიაბეტით იტანჯებით, 15 -20 გრ დაჭრილ ნიახურს ან მის ფესვებს, დაასხით 150 – 200 მლ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 15 – 30 წუთს.
გაგრილების შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 2-3 ს.კ. დღეში 3-4 ჯერ. კურსი 3-4 კვირას ჩაიტარეთ, 5-7 დღიანი შესვენებებით.

სელი და წიწიბურა დიაბეტისგან გიხსნით
3 ჩ.კ. სელის მარცვალს დაასხით 1 ჭიქა გაგრილებული ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 3 საათს, პერიოდულად ურიეთ და დალიეთ ძილის წინ.
ასევე გააკეთეთ წიწიბურას შემთხვევაში - მიიღეთ 3 თვის
განმავლობაში, 5-10 დღიანი შესვენებებით. დაფქვით წიწიბურა ყავის საფქვავში. ჭიქა კეფირს დაუმატეთ წიწიბურას 2 ს.კ ფქვილი. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს.

დიაბეტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ლიმონის კანიც, განსაკუთრებით ეფექტურია დიაბეტის საწყის სტადიაში.
2 ს.კ. მშრალ ან ახალ ლიმონის კანს, დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ ნახევარ საათს, გააგრილეთ 10 წუთს და გაწურეთ. დალიეთ ჭიქის 0,5გრ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კურსი ერთ თვეს გრძელდება. ერთ კვირიანი შესვენების შემდგე კი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS