06 სექტემბერი, 2015
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და მისგან განკურნების 5 საუკეთესო რეცეპტი
აიმაღლეთ იმუნიტეტი და გააძლიერეთ ნერვული სისტემა

1. აიღეთ 1 ჭიქა ნიგოზი, ამდენივე თაფლი და ლიმონი. დაფქვით ნიგოზი ლიმონთან ერთად და დაუმატეთ თაფლი, შეინახეთ მაცივარში. 2 კვირის განმავლობაში, მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

2. ახლადგამოწურული ყურძნის წვენი. მიიღეთ ჭამამდე 2 სუფრის კოვზი, ვიდრე შვებას არ იგრძნობთ.

3. ქრონიკული დაღლილობისას ძალიან ეფექტურია ფიჭვის ნაყოფი. ტყეში შეგროვებული ფიჭვის ნაყოფი გარეცხეთ და გამოაშრეთ გაზქურაში 15 წუთს. დაბეგვეთ 2 ს.კ ფიჭვი, დაასხით 200 მლ წყალი და 30 წუთს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ
3 ს.კ თაფლი, გააჩერეთ 1 საათს. 10 დღის განმავლობაში ყოველდრე, მიიღეთ ძილის წინ - 1 ს.კ.

4. ეფექტურია ასევე ერთი ძველი მეთოდი: 200 მლ რძე, 1 ს.კ თაფლი და 0,5 ს.კ გვირილა. გვირილას დაასხით რძე, ადუღებამდე დაუმატეთ თაფლი, გაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.

5. იმუნიტეტის ასამაღლებლად, მამაკაცებისთვის განსაკუთრებით, სასარგებლოა - კვახის გული, თაფლი და კონიაკი. 0,5 ჭიქა გარჩეულ კვახის გულებს დაასხით თაფლი და დაუმატეთ 2 ს.კ კონიაკი. 3 კვირის მანძილზე ყოველდღიურად მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS