06 სექტემბერი, 2015
ფურუნკულის წარმოშობის მიზეზები და განკურნება სახლის პირობებში
ფურუნკულის წარმოქმნის მიზეზები შეიძლება იყოს:

სისხლის მოწამვლა, დიაბეტი, არაჰიგიენურობა, არასწორი კვება.

მნიშვნელოვანია, დღეში რამდენჯერმე დაიმუშავოთ სპირტით ან იოდით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მასზე დაწოლა რამდენადაც ინფექციის გავრცელებას იწვევს.
დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ კვერცხის ნაჭუჭი და შეიხვიეთ.

გაიკეთეთ - უმი, გახეხილი სტაფილოსა და ხორბლის კომპრესები. ნარევი ფურუნკულზე დაიდეთ და სუფთა ნაჭრით შეიხვიეთ.

ცხელი კომპრესები დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც გაიკეთეთ. კომპრესების კეთება მაშინაც კი განაგრძეთ, თუ ფურუნკული გაიხსნა, რათა დაავადება ძირფესვიანად განიკურნოს.

აურიეთ 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ.
საფუარი, 1 ჩ.კ. ფქვილი. დაიდეთ ფურუნკულზე და მთელი ღამით გაიჩერეთ.

თუ ფურუნკული ხშირად გემართებათ, სისხლის გასაწმენდად, მოამზადეთ ჭინჭრის ნახარში - 80 გრ ჭინჭარს დაასხით 1 ლ წყალი. მიიღეთ დღეში სამჯერ.

გახსოვდეთ, რომ ფურუნკული საკმაოდ სერიოზული და არასასიამოვნო დაავადებაა. რომელსაც სათანადოდ უნდა უმკურნალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ ინფექციაში გადაიზრდება და პროფესიონალის ჩარევა დაგჭირდებათ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS