06 სექტემბერი, 2015
სწორად სუნთქვის 6 საიდუმლო - დაემშვიდობეთ დაღლილობას
როგორ ისწავლოთ სრულფასოვანი სუნთქვა. სუნთქვა ხომ უმნიშვნელოვანესია და სხეულსა და სულს ერთმანეთთან აკავშირებს.

1. არ მოიხაროთ

ისუნთქეთ დიაფრაგმის საშუალებით. ერთი ხელი მუცელზე, მეორე კი მკერდზე დაიდეთ და ისუნთქეთ. ასე დიაფრაგმა სწორად მუშაობს.

2. ისუნთქე ცხვირით!

ყოველთვის ცხვირით ისუნთქე, ასე არა მარტო ფილტვებს არგებ, არამედ იცავ ორგანიზმს დაავადებების მატარებელი ბაქტერიებისგან. პირით სუნთქვა მხოლოდ ვარჯიშის დროს გამოიყენე.

3. ზედმეტი არ მოგივიდეთ

ნუ შეისუნთქავ ძალიან ღრმად - სუნთქვა თანაბარი, ჰარმონიული და კომფორტული უნდა იყოს. ზედმეტად ღრმა სუნთქვა თავბრუსხვევას იწვევს.

4. შეისვენე

შესუნთქვა,
ამოსუნთქვა და დროდადრო შესვენებები. ასე ჯანსაღ სუნთქვას ისწავლით. დაგეხმარებათ სწორი სიხშრით სუნთქვაში.

5. არ გადაიტვირთოთ

ხანდახან, დიდი გონებრივი გადატვირთვის დროს - სუნთქვას გაუცნობიერებლად იკავებთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას და ეცადეთ დაძლიოთ.

6. იკითხეთ ხმამაღლა

ჯანსღი სუნთქვის საუკეთესო საშუალება ხმამაღლა კითხვაა.

სწორი სუნთქვა სხეულსა და ტვინს გამოაცოცხლებს. ამიტომ გაითვალისწინე მოცემული რჩევები და დაიბრუნე ცხოვრების ხალისი!

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS