03 სექტემბერი, 2015
რა აზიანებს მკერდის ფორმას სინამდვილეში - ექიმ ჰენკოკის სკანდალური დასკვნა
მკერდი ქალის სხეულის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. ამიტომ ქალებს ყველაზე მეტად მკერდის ლამაზი ფორმის შენარჩუნება სურთ. ბევრს ჰგონია, რომ მკერდის ფრომას მხოლოდ ბავშვის ძუძუთი კვება აფუჭებს, ამიტომ შვილის ყოლა აშინებთ.

ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევებით კი დამტკიცდა, რომ მკერდის მკვრივ ფორმაზე დიდ გავლენას თამბაქო ახდენს. გამოიკითხა 132 ქალი, რომელთაგან უმეტესობას შვილი ჰყავდა და ბავშვს ძუძუთი კვებავდა, თუმცა ყველას არ ჰქონია მკერდის გაფუჭების პრობლემა.

სინამდვილეში პრობლემა გამოწვეულია - ცხელი ვანების სისტემატური მიღებით, წონაში სწრაფად კლებითა და შეუფერებელი ბიუსტჰალტერის
შერჩევით. გარდა ამისა მთავარ მიზეზად სიგარეტი ვლინდება. მოწევა მკერდს სიმკვრივეს უკარგავს.

ექიმი რინკერი ამბობს:

"სიგარეტის მოწევა აზიანებს ელასტინს, რაც კანის სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი და უნარჩუნებს ფორმას. სიგარეტი - უსასტიკესი მტერია".

"ფეხმძიმობა მართლაც ზრდის მკერდის ფორმის გაფუჭების რისკს, მაგრამ თუ ყველაფერი ნორმალურადაა და ამას არანაირი გართულება არ მოჰყვება, მკერდის ფორმაც შენარჩუნდება" - ადასტურებს ექიმი ჰენკოკი.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინა
ზოგადად მავნებელია თქო რა დაწერეთ,მკერდს აფუჭებს და ცხვირს აგრძელებს,, ამით ვერ დააფრთხობთ ქალბატონებს:))) ასაკთან ერთად ხვდები,თუ რამდენად ავსებს სიგარეტის ბოლი -არასასურველი "ლორწოთი"ჯერ ფილტვებს,მერე ბრონქებს და მერე სხვა ორგანოებს , ამასთან ერთად ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდები მოწევაზე ,ჯერ ერთი ,რომ- ჩვევა უმუშავდება ადამიანს,(რეფლექსი-სიგარეტის ხელში აღება და გაბოლება) და მეორე- ნიკოტინის მოკლების შემთხვევაში ,ოგანიზმი-პროტესტს "გამოსთქვამს"! თუ ამ ძირითად კომპონენტებს გაანალიზებთ-უფრო ადვილი ქნება სიგარეტზე უარის თქმა,მაგრამ იქვე მოიმარაგეთ - თხილი,სხვადასხვა ჩირები,ტყლაპი,ხილი ,რომ ჭამაზე "გართულება "არ დაგეწყოთ:D წარმატებები...
18:53 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბრა ატარეტ
50 გადავცილდი და მაინც მაგარი მკერდი მაქვს, 1 წ ზუზუ ვაწოვე! როგორ? ბუსგალტერი მაცვია დრე და ღამე! მოჭერილი არა რა ტქმა უნდა, ისე, ანუ ფორმა რომ არ დაკარგოს მკერდმა, წარმატებებს გისურვებტ ტქვენც
17:16 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS