01 სექტემბერი, 2015
5 ფაქტი ყურძნით მკურნალობაზე - ის, რაც აქამდე არ იცოდით
1. ყურძენი შეიცავს K და C ვიტამინებს.

ერთი მტევანი ყურძენი საშუალოდ 100 კალორიას შეიცავს და ორგანიზმს ისეთი ვიტამინებით კვებავს, როგორიცაა: K და C. K ვიტამინი უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურად შედედებას, ღვიძლს თრომბოციტების წარმოქმნაში ეხმარება. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწყვიოს ნაწლავებიდან სისხლდენა. C ვიტამინი აუმჯობსებს მხედველობას, გიცავთ ქათმის სივბრმავისგან (ეს თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც შებინდებისთანავე მხედველობა გიუარესდებათ.), აძლიერებს იმუნიტეტსა და სასუნთქ სისტემას. C ვიტამინი უზრუნველყოფს სხვა ვიტამინების ათვისებას და ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას.

2. გამხმარი ყურძენი წყალს შეიცავს

გამხმარ ყურძენს ქიშმიში ჰქვია. ქიშმიში
წყლის 15%-ს შეიცავს. ის შეუდარებელი ენერგიის წყარო და ანტიალერგული საშუალებაა. იგი შეიცავს: კალციუმს, რკინას, ფტორსა და თუთიას.

3. ყურძენი კურნავს ასთმას

ასთმა ფილტვების ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს ადამიანს სუნთქვა უჭირს და დამხარე ინჰალატორი სჭირდება. ასთმას ამწვავებს: მტვერი, თხილი, წებოს სუნი, ალერგიული საკვები. ყურძნის დიდი ხნის განმავლობაში წამალივით მიღება ააქტიურებს ფილტვების ფუნქციას, სასუნთქ სისტემას ანომალიური გადახრებისგან იცავს და აქრობს ანთებას.

4. ღვინოს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამზადებნენ

ყურძნის 8000-ზე მეტი სახეობა არსებობს. უძველეს დროში ადამიანები ყურძნის წვენს ღმერთების სასმელად მიიჩნევდნენ. ძველ საბერძნეთში ღვინის ღმერთიც კი არსებობდა, მას დიონისე ერქვა.

5. საქართველოში ვაზის პირველი ჯიში 8000 წლის წინ გამოჩნდა

საქართველოს გაქრისტიანებამდე ღვინოს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. მევენახეობის მფარველ ღვთაებად ,,აგუნა" ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვინო მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოში ვაზის უნიკალურო 500 ჯიშიდან 430 დარჩა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქართული ღვინო ევროპულს დაუკავშირა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS