გამოიყენება მასაჟის დროს და კანის ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.
ტონუსის ასამაღლებლად და ორგანიზმის გასაწმენდად, დალიეთ კურკუმა ღამით, ცხელ რძესთან, კარაქთან და თაფლთან ერთად.
კურკუმას გამაახალგაზრდავებელი თვისებები
კურკუმა შეიცავს სხვადასხვა ზეთებს: ეთერულ თუ ცხიმოვანს. ფენოლურ ნაერთებსა და ცხიმსაც კი.
კურკუმა ხელს უშლის კანის უჯრედებზე მავნე ზემოქმედებას, რაც აფერხებს სიბერის პროცესს. თუ რეგულ
კურკუმას გამწმენდი ნიღაბი
2 ს.კ. კოსმეტიკურ თიხას შეურიეთ 1 ჩ.კ.-ის მეოთხედი კურკუმას ფხვნილი.
თასში მოათავსეთ ნარევის მესამედი, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი.
თუ მშრალი კანი გაქვთ, წაისვით ნიღაბი თხლად. ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი - წაისვით სქლად. გაიჩერეთ
10 -15 წუთს, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სახის კანის გამაახალგაზრდავებელი კურკუმას ნიღაბი
1 ჩ.კ. კურკუმა, 1 ჩ.კ. რძე ან ნაღები, 1 ჩ.კ. თაფლი.
ინგრედიენტები აურიეთ და გაიჩერეთ სახეზე 10-30 წუთს.
ნიღაბი დღე გამოშვებით გაიკეთეთ.
შედეგს 2-3 პროცედურის შემდეგ მიიღებთ.
მოგიხსნით ანთებით პროცესებს, აახალგაზრდავებს კანს, იარებს მოგიშუშებთ და გაგიუმჯობესებთ სახის კანის შეფერილობას.
იზრუნეთ მარტივად თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!
ანა ვერძაძე