ძალისხმევა მიმართეთ იმ ადგილებში, სადაც ცხიმის დაგროვება ყველაზე მეტად გაწუხებთ და სწორი სტრატეგია დასახეთ.
1. ცხიმდაგროვება გადაძღომით
მსოფლიოში წონის პრობლემის პირველი მიზეზი გადაძღომაა. თუ ცხიმი თანაბრად გადანაწილდება სხეულის ზედა ნაწილში - ე.ი. ბევრ შაქარს იღებთ და ხშირად მიირთმევთ ზედმეტ საკვებს.
თუ სხვებთან შედარებით წონაში უფრო სწრაფად იმატებთ, გაითვალისწინეთ 3 უმარტივესი წესი:
ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 500 მლ სუფთა წყალი; რაციონიდან ამოიღეთ
2. "ნერვიული" მუცელი
თუ ცხიმი მუცლის არეში გიგროვდებათ, ეს დეპრესიით, სტრესით და მუდმივი დაძაბულობითაა გამოწვეული. სტრესის დროს ადამიანები ბევრ ტკბილს ჭამენ. თუ ნაკლებად ინერვიულებთ, ტკბილსაც აარიდებთ თავს და ცხიმის მოშორებას შეძლებთ.
3. ცხიმდაგროვება თეძოებზე
თეძოებზე ზედმეტი ცხიმი, ჰორმონალური დარღვევის ბრალია. მოერიდეთ დალევასა და მოწევას, ეცადეთ ნაკლებად იჯდეთ და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.
4. ათეროგენული მეტაბოლიზმის დისბალანსი
როგორც წესი, მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებს სუნთქვის პრობლემა აქვთ. პირველრიგში უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება, შემდგომ კი დაკავდეთ სპორტით, მიიღეთ მეტი მცენარეული და ნაკლები ცხოველური საკვები.
5. ვენური არხების გაცხიმოვნება
ამ სახის ცხიმდაგროვება გენეტიკურია. ფეხებზე დაგროვილი ცხიმი არ არის კვების ბრალი.
ქალები ამ პრობლემას ხშირად ებრძვიან, განსაკუთრებით ორსულობისას.
უმჯობესია ხშირად ირბინოთ და კიბეებზე ფეხით იაროთ. ფეხები რეგულარულად დატვირთეთ.
6. უმოძრაობით გამოწვეული ცხიმდაგროვება
მსგვასი პრობლემის წინაშე დგებიან ადამიანები, ვინც ერთ დროს აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, დღეს კი უმოძრაოდ სხედან ოფისებსა და მანქანებში, შედეგად კი უზარმაზარი მუცელი უჩნდებათ.
ამ შემთხვევაში უნდა მიირთვათ ხშირად, დღეში არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ რამდენჯერმე, რათა საღამოს გადაძღომისგან დაიცვათ თავი.
ჭამეთ ხშირად, მაგრამ ცოტა. მეტი ბოსტნეული და ხილი, ნაკლები ცომეული.
ანა ვერძაძე