27 აგვისტო, 2015
4 მარტივი საშუალება, რომლებიც ღვიძლის ცეროზის დროს დაგეხმარებათ
დღესდღეობით ამ მძიმე დაავადების დასამარცხად არანაირი მკურნალობა არ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ვერ მკურნალობენ ღვიძლის ცეროზს, მარტივი ხალხური საშუალებების მეშვეობით რეალურად შეიძლება დაავადების განვითარების შეჩერება. ეს სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გართულებები და მდგომარეობის გაუარესება.

1. ვაშლის ძმარი. ერთ-ერთ ყველაზე მარტივ საშუალებად, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს ამ დაავადებაზე, წარმოადგენს ვაშლის ძმრის გამოყენება. ის ეხმარება მიღებულ საკვებში ცხიმების განადგურებას და მთლიანად ორგანიზმის დეტოქსიკაციას, რაც ამცირებს დატვირთვას ღვიძლზე. 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და
მიიღეთ დღეში ერთხელ.

2. მწვანე ჩაი.
მიირთვით მწვანე ჩაი დღეში 3-ჯერ. სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამცირებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას ღვიძლის უჯრედებზე.

3. ისპანახი. საოცარი დეტოქსიკაციის უნარის გამო ის სასიკეთოდ მოქმედებს დაზიანებულ ღვიძლზე. ამიტომ ხშირად ჩართეთ ისპანახი თქვენს რაციონში ან დაამატეთ ახალგამოწურული წვენი სხვა წვენებსა და კოქტეილებში.

4. კურკუმა. კურკუმა (ინდური შაფრანი) ძალიან სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ასევე დაზიანებული ღვიძლისთვის. კურკუმას ფხვნილის დამატება საკვებში ეხმარება ორგანიზმში შხამიანი ნივთიერებების ნეიტრალიზებას და ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS