26 აგვისტო, 2015
რატომ უნდა დალიოთ უზმოზე ყოველდღე თბილი წყალი
დილას, უზმოზე, ჭიქა თბილი წყლის დალევა კუჭ-ნაწლავს მოქმედებისთვის ამზადებს. ცხელი წყალი ორგანიზმს ზედმეტი ნივთიერებების მოშორებაში ეხმარება.

წყლის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებაა. მისი დახმარებით ორგანიზმს სწრაფად მიეწოდება ჟანგბადი და სასარგებლო ნივთიერებები.

დალევის წესი


ცხელი წყალი უნდა დალიოთ პატარა ყლუპებით, საუზმემდე 20-30 წუთით ადრე. თუ წყალს 1 ჩ.კ თაფლსაც დაუმატეფთ, შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

როგორც იცით, თაფლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ცხელ წყალთან ერთად კი უკეთესად მოქმედებს.
ამ პროცედურით, დაეხმარებით ორგანიზმს გაჯანსარებაში და
ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაშიც. მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ სიმსუბუქესა და კარგ განწყობას.

დილას თაფლიანი ან ლიმონიანი ჭიქა წყლის დალევის კიდევ რამდენიმე მიზეზი:

- აბსოლუტურად წმენდს ორგანიზმს;
- გეხმარებათ საჭმლის მონელებაში;
- ასტიმულირებს ღვიძლს;
- ლიმონიანი წყალი გიხსნით დეპრესიისა და ნერვული აშლილობისგან, ასევე არეგულირებს სისხლის წნევას.

დილით ჭიქა ცხელი წყლის დალება თქვენთვის სასარგებლო ჩვევაა.


ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS