26 აგვისტო, 2015
როგორ მოამზადოთ ანტიცელულიტური საპონი - რეცეპტი დიდედებისგან
ინგრედიენტები:

- 2 ც საბავშვო საპონი
- 4 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 100 მლ ცხელი წყალი
- 4 ს.კ ყავა
- 3 ს.კ ზღვის მარილი

მომზადების წესი:

1. გამოიყენეთ სათვალე და სახვევი, რათა საპონმა არ გაგიღიზიანოთ თვალები და სასუნთქი გზები. დახეხეთ საპონი მსხვილად.

2. დახეხილი საპონი მოათავსეთ პატარა ქვაბში და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.

3. პატარა ქვაბი მოათავსეთ, მოზრდილ, ცხელი წყლით სავსე ქვაბზე. ნარევს გამოურიეთ კოვზით და თანდათანობით დაუმატეთ ცხელი წყალი.

4. ნაზავს სასარგებლო თვისებებს სძენს ყავა და ზღვის მარილი. დაუმატეთ ისინი და ურიეთ 3
წუთის განმავლობაში.

5. სპეციალურ ქილაში წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მომზადებული მასა.

6. საპონი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, 2-3 დღეში მზად იქნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS