კოსმეტოლოგები გვირჩევენ მოვამზადოთ სპეციალური კრემი, რომელიც წაშლის ნაოჭებს და დაუბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას.
რეცეპტი:
დაგჭირდებათ ლანოლინი და ნუშის ზეთი (ორივე იყიდება აფთიაქში). 30 მლ ლანოლინს დაამატეთ 10 მლ ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ. კრემი წაისვით თითების მსუბუქი დარტყმით თვალების ირგვლივ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. კრემი გადაიღეთ შუშის ფლაკონში და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.