21 აგვისტო, 2015
ცხიმის მწველი ნამდვილი ბომბა - გამომცხვარი გრეიფრუტი დარიჩინითა და ყავისფერი შაქრით
2 პორციის შემადგენლობა:

2 ც გრეიფრუტი.
2 ს.კ მცენარეული ზეთი.
6 ს.კ შაქრის ლერწამი.
1 ჩ.კ დაფქული დარიჩინი.
პიტნა გემოვნებით.

1. გააცხელეთ გაზქურა 250 გრადუსზე.

2. გარეცხეთ გრეიფრუტი, გაჭერით შუაზე, მოაშორეთ ბოლოები.

3. დანით გაწიეთ კანი და გრეიფრუტის თეთრი შიგთავსი მოაშორეთ, მაგრამ ფრთხილად, ხილი არ ამოვარდეს. ეს წვენის გამოსაყოფადაა საჭირო და უფრო ადვილად ამოიღებთ კოვზით.

4. შაქარი, მცენარეული ზეთი და დარიჩინი აურიეთ. დაფარეთ გრეიფრუტის ნახევარი ამ მასით.

5. გააჩერეთ გაზქურაში 7-15 წუთს, ვიდრე შაქარი არ გადნება, 5 წუთს გააგრილეთ, გააფორმეთ
პიტნით და მიირთვით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS