19 აგვისტო, 2015
არაყი და მისი გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი
1. შამპუნი უფრო ეფექტური იქნება, თუ ფლაკონში დაამატებთ 50 მლ არაყს. ეს შეამცირებს თმის ცხიმიანობას, გააუმჯობესებს ზრდას და მოგაშორებთ ქერტლს.

2. არყის მეშვეობით შეიძლება ძვირფასი ქვების გაწმენდა - უბრალოდ ჩაუშვით ისინი ალკოჰოლში 5 წუთით და შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაამშრალეთ.

3. მწერების მოსაშორებლად შეასხურეთ არაყი იმ ადგილებში, სადაც ისინი ბუდობენ.

4. დაამატეთ ცოტაოდენი არაყი ფეხის დაბანის დროს - ეს დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ უსიამოვნო სუნისგან.

5. არაყი დაგეხმარებათ გაგანიერებულ ფორებთან ბრძოლაში. მოამზადეთ საკუთარი ტონიკი: 1 ფინჯან გაციებულ მწვანე ჩაის დაამატეთ 1/4 ჩ.
კ. არაყი. დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ სახე დღეში 2-ჯერ.

6. გამოიყენეთ არაყი ტანსაცმელიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობათ. არაყი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს. ბოთლში საფრქვეველით ჩაასხით არაყი და დაამუშავეთ ტანსაცმელი, რის შემდეგ კარგად გაანიავეთ ჰაერზე.

7. იმისათვის, რომ უმტკივნეულოდ მოვიძროთ მიწებებული ლეიკოპლასტირი ან ნებისმიერი ზედაპირიდან მოვაშოროთ წებოს ნარჩენები, წაუსვით არაყში დასველებული ბამბა.

8. იმისათვის, რომ სწრაფად მოვიშოროთ ჰერპესი, რამდენიმე წუთით დაიდეთ არაყში დასველებული ბამბის ტამპონი.

9. პეროგის გამოცხობის დროს არ დაგავიწყდეთ ცომში ცოტაოდენი არაყის დამატება - ამდაგვარად თქვენი ნახელავი გამოვა უფრო გაფუებული და ნაზი. გარდა ამისა, უკეთესად გამოცხვება.

10. წყალში, რომლითაც ფანჯრებს წმენდთ, დაამატეთ ცოტაოდენი არაყი და მიიღებთ სისუფთავით გაბრწყინებულ მინებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS