თქვენი მტერია:
1. გაზიანი სასმელები
მაშინაც კი თუ გაზიან სასმელს აწერია, რომ კალორიული არ არის, თქვენი სხეული ზედმეტ და მავნე კალორიებს მაინც იღებს. თუ დიეტაზე ყოფნისას გაზიან სასმელს მიეძალებით კვების შეზღუდვით ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
2. ენერგეტიკული სასმელები
ენერგეტიკული და სპორტული სასმელები კალორიების ბომბია. თუ წონის დაკლება
3. კოქტეილები
ერთი ჭიქა კოქტეილი მინიმუმ 715 კალორიას შეიცავს.
თქვენი დამხმარეა:
1. წყალი
ყოველი ჭამის წინ 2 ჭიქა წყლის დალევა კუჭს გაავსებს და საშუალებას არ მოგცემთ დიდი ულუფა მიირთვათ. დღეში არანაკლებ 1,5 ლ. წყლის სმა ნივთიერებათა ცვლას დაგირეგულირებთ. ორგანიზმი სწრაფად დაწვავს ცხიმს, ხოლო სისხლი ყველა უჯრედს თანაბრად მიეწოდება.
2. ხილის წვენი
მართალია ხილის წვენი გაზიან სასმელებზე არა ნაკლებ კალორიულია, მაგრამ ის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებს აწვდის. შიმშილობისას ( რომელსაც ხშირად დიეტას არქმევენ) ორგანიზმი იფიტება და ნატურალური ან მედიკამენტური გზით დახმარება სჭირდება. სასურველია წვენი დაამზადოთ სახლში და მასში არ გაურიოთ შაქარი.
3. ბოსტნეულის წვენი
ბოსტნეულის წვენში ხილის წვენთან შედარებით 50%-ით ნაკლები კალორიაა. იგი შიმშილს გიკლავთ.
4. მილქშეიკი
დააბლენდერეთ ბანანი, მარწყვი ან კივი და მიღებულ მასაში ჩაასხით ცივი რძე (ცხიმის დაბალი შემადგენლობით). მილქშეიქი საზიანო კალორიების გარეშე გაგაგრილებთ.
5. ყავა
თქვენს ორგანიზმს კოფეინის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. შეგიძლიათ დღეში 2-3 ჭიქა უშაქრო ყავა დალიოთ. ყავა ამცირებს დიაბეტისა და კიბოს რისკს.
6. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი იდეალური არჩევანია! კვლევებმა აჩვენა, რომ იგი აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მწვანე ჩაი დღეში ორჯერ აუცლებლად დავლიოთ.
რადა მახარაძე