16 აგვისტო, 2015
ჟელატინის ნიღაბი შავი წერტილების მოსაშორებლად
ეს რეცეპტი ნამდვილი მიგნებაა მათთვის, ვისაც სახეზე შავმა წერტილებმა შეაწუხა. რძისა (ან წყალი), ჟელატინისა და ნახშირისგან შეიძლება ნამდვილი გამწმენდი "პლასტირის" მომზადება.

მომზადება:

1 აბი ნახშირი დანაყეთ დაამატეთ 1 ს.კ. ჟელატინი და 2 ს.კ. რძე ან წყალი. შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და გააცხელეთ სქელი წებოს კონსისტენციამდე (არ აადუღოთ). ასევე ეს შეიძლება გააკეთოთ მიკროტალღურ ღუმელში - 15 წამი საკმარისი იქნება.

გადმოდგით, ცოტა ხანი დაელოდეთ, სანამ არ იქნება ძალიან ცხელი, რომ არ დაგწვათ და წებოსებური მასა უხეში ფუნჯით
წაისვით პრობლემურ ადგილებზე. როცა შეშრება. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ მკვეთრი მოძრაობით მოიცილეთ "პლასტირი". სრულყოფილი ეფექტის მისაღწევად სასურველია პროცედურის დაწყებამდე დაიორთქლოთ სახე.

ასეთი ნიღაბი-აპკი, ნაყიდი საშუალებებისგან განსხვავებით, კარგად წმენდს ფორებს შავი წერტილებისგან, ჭუჭყი კი რჩება აპკზე. ასევე პროცედურის შემდეგ ფორები კარგად ვიწროვდება. ბოლოს სახეზე წაისვით დამატენიანებელი კრემი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Mარისჰა
Aრა ქალბატონო არა
22:16 / 04-05-2019
გამოხმაურება / 0 /
მზიკა
უკაცრავად ჟელატინის ფხვნილი უნდაა
20:55 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS