12 აგვისტო, 2015
სახის კანის ფორების გაწმენდა - 4 ეფექტური რეცეპტი
1. თანაბარი პროპორციით გააზავეთ ლიმონის წვენი და ცივი ანადუღარი წყალი და ბამბის ტამპონით წაისვით პრობლემურ ზონებზე. 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ლიმონი შეიძლება შეანაცვლოთ ხარისხიანი ვაშლის ძმრით.

2. იმისათვის, რომ სწრაფად გაიწმინდოთ სახის კანის ფორები, შეიძლება ისარგებლოთ ასეთი რეცეპტით: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ხახვის და ნიორის წვენი და წაისვით პრობლემურ ადგილებზე, ყურადღება მიაქციეთ ზონებს შავი წერტილებით. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. 1 ჩ.კ. ქინძის ახალდაწურული წვენი და ¼ ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში და 30
წუთით დაიდეთ გაფართოებულ ფორებზე. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გაიწმინდეთ სახე ყინულით, რომელიც წინასწარ უნდა მომზადოთ ასკილის ნაყენისგან (1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ასკილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).

4. ყოველ დღე გაიწმინდეთ სახის კანი ცივი კიტრის ან პომიდორის ნაჭრით, დაიტოვეთ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS