12 აგვისტო, 2015
მოიშორეთ ცელულიტი 10 წუთში - კოქტეილი და...
ამ საშუალებებით შეძლებთ დაამარცხოთ ცელულიტი. დაგჭირდებათ დღეში მხოლოდ 10 წუთი.

შხაპი - ცელულიტის პროფილაქტიკისთვის. დუნდულებზე, თეძოებსა და მუცელზე მიუშვით წყლის მძიმე ჭავლი. შხაპი გაიჩერეთ პრობლემურ ადგილებზე 10 წუთს. თეძოებზე - წყალი ზემოდან ქვემოთ; უკანალზე - ქვემოდან ზემოთ; დუნდულებსა და მუცელზე კი წრიული მოძრაობები.

ვანა

ვანის მიღებით ზღვის მარილით, ზღვის მცენარეების ექსტრაქტითა და ეთერზეთებით შეძლებთ გააღვიძოთ მიძინებული ცვლის პროცესები.

ასაქერცლი პროცედურები -
ორმაგად შედეგიანია. გამოგადგებათ კლასიკური სკრაბები მარილითა და შაქრით. წაისვით პრობლემურ ადგილებში წრიული მოძრაობებით. სკრაბის
გამოყენება რეკომენდებული კვირაში მხოლოდ სამჯერ.

ბატუტზე ხტომა

მჯდომიარე ცხოვრების წესისა და მისი შედეგისგან თავის დასაღწევად დაგეხმარებათ ბატუტზე 10 წუთიანი ხტომა.სირბილისგან განსხვავებით, ბატუტი რბილია და ნაკლებია დატვირთვა ფეხის სახსრებში.

კოქტეილი

10 წუთი საკმარისია ანტიცელულიტური პროდუქტებით, გემრიელი და სასარგებლო კოქტეილის მოსამზადებლად.

რეცეპტი - დააბლენდერეთ 50 გრ. ისპანახი, კიტრი, ვაშლი, მანდარინი, ნახევარი ჭიქა წყალი ან ნუშის რძე, დაუმატეთ დაფქული კოჭა და დარიჩინი გემოვნებით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ratom
Da es yvelaferi 10 cutahi???
11:21 / 14-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS