12 აგვისტო, 2015
მოამზადეთ ნატურალური ზეთი გასარუჯად - მარტივი და სასარგებლო!
აუცილებლად შეიძინეთ ზეთის მოსამზადებელი კომპონენტები 3 დღით ადრე, ვიდრე პლაჟზე გაემგზავრებით. გასარუჯი ზეთის მომზადების შემდეგ, მზის ვანის მიღებამდე, დაიმუშავეთ სხეული ზღვის მარილის ან ყავისფერი შაქრის სკრაბით. კანი მეტად გლუვი გახდება და რუჯიც უკეთ დაგაჯდებათ.

რეცეპტი N 1 :

- 50 მლ ავოკადოს ზეთი
- 50 მლ გარგარის ზეთი
- 5 – 10 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი ( მგრძნობიარე კანის შემთხვევაში 5 წვეთი)

რეცეპტიN 2 :


- 50 მლ კაკლის ზეთი
- 50 მლ ნუშის ზეთი
- 5 – 10 წვეთი ილანგ -
ილანგის ეთერზეთი.
აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააჩერეთ 2 – 3 დღეს, პერიოდულად ურიეთ.
ზეთი წაისვით დამუშავებულ სხეულზე. მეორე დღეს კი სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე. სკრაბის გამოყენების გარეშე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS