11 აგვისტო, 2015
როგორ შეაჩეროთ და თავიდან აიცილოთ კარიესი - სასარგებლო რჩევბი და გარანტირებული ჰოლივუდური ღიმილი
კარიესის პროფილაქტიკისთვის არსებობს ორი მეთოდი:

ადგილობრივი მეთოდი - ჰიგიენის დაცვა;

საერთო მეთოდი - კვების კულტურის გაუმჯობესება.

1. პირის ღრუს ჰიგიენა

გაიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ. დადგენილია, რომ ჭამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში ხდება კბილებისთვის ყველაზე საზიანო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია კბილები ჭამიდან 5წუთში გაიხეხოთ. ამის შემდეგ კი გაიწმინდთ კბილის საწმნდი ძაფით, რაც მოაშორებს დარჩენილი საკვების ნარჩენებს.

2. ფტორ პროფილაქტიკა - გაიხეხეთ კბილები ჯაგრისითა და კბილის პასტით, რომელიც შეიცავს ფტორს. სახლის პირობებში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფტორის სავლები, რომლის
შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ.

როგორ აიცილოთ თავიდან კარიესი?

შემოგთავაზებთ მეცნიერების მიერ დაშვებულ სასარგებლო პროდუქტებს:

ყველი - შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, რომელიც იცავს ემალს დაზიანებისგან;

მაგარი ხილი და ბოსტნეული - აფერხებენ კბილების გაფუჭების პროცსს;

იოგურტი, ნაკლებ ცხიმიანი და ნატურალური - შეიცავს ბევრ კალცს;

მწარე წიწაკა - ანეიტრალებს ემალს და წმენდს კბილებს.

ასევე მოერიდეთ ტკბილს, რადგან პირის ღრუში მოხვედრილ ბაქტერიებს ძალიან უყვართ ტბილი. დადგინდა, რომ ვინც ტკბილზე უარი თქვა, არასდროს აწუხებს კარიესის პრობლემა.

კარიესისგან თავის დასაცავად ასევე დაღეჭეთ ფუტკრის დინდგელი ან ვასაბი (რომელიც სუში ბარში ან
იაპონური სამზარეულოს მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ).

თუ ამ რამდენიმე წესს გაითვალისწინებთ ჰოლივუდის ღიმილი გარანტირებული გაქვთ!

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS