ამისთვის დაგჭირდებათ სოდა. იმისთვის, რომ სოდამ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, დაუმატეთ სიმინდის ფხვნილი.
სოდის ერთ ნაწილს დაუმატეთ სიმინდის ფხვნილის მეოთხედი და მოათავსეთ ქილაში, მოარგეთ საცობი და კარგად შეანჯღრიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ რამდნიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი.
მყარი დეზოდორანტი
1/ 4 სოდა;
1/4 სიმინდის ფხვნილი;
ქოქოსის არარაფინირებული ზეთი - 10 წვეთი;
ეთერზეთი - 10 წვეთი;
თავდაპირველად აურიეთ მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დაუმატეთ ეთერზეთი, ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ. შეინახეთ დახურულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე. შესქელებისთვის, პირველ
კიდევ ერთი მყარი დეზოდორანტი
სოდა - 2 სუფრის კოვზი;
სიმინდის ფხვნილი - 3 სუფრის კოვზი;
ქოქოსის ზეთი - 2 სუფრის კოვზი;
ეთერზეთი - 5 წვეთი.
ქოქოსის ზეთი შეაცხელეთ წყლის ორთქლზე. დაუმატეთ სოდისა და სიმინდის ფხვნილის ნარევი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ ეთერზეთი, აურიეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში.
ანა ვერძაძე