ხალი უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა ხანდახან კანის კიბოს მიზეზიც ხდება.
ასეთი ხალები ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით:
ასიმეტრია
ბუნდოვანი კონტურები
სხვადასხვა ფერი
დიდი ზომა
ხალის ფორმისა და შეფერილობის ცვლა გარკვეული დროის განმავლობაში.
ნორმალური ხალი უნდა იყოს მრგვალი ან ოვალური, ერთი შეფერილობის. ნებისმირი ცვლილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა სიმპტომებია:
ვისაც ბევრი ხალი აქვს, 40 და მეტი - რეგულარულად უნდა გაესინჯოს ექიმს.
საშიში ხალების მოშორება
ხალების მოშორების მეთოდის არჩევა მის ზომაზეა დამოკიდებული. პატარა ხალების მოშორება დიდი ნემსით შეიძლება, დიდი ხალების მოსაშორებლად კი დაგჭირდებათ სკალპელი.ლაზერული მეთოდით ხალის მოწვა რეკომენდებულია მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით. ლაზერი ვერ არკვევს ხალის ავთვისებიანობას, ამიტომ მარტივად შეიძლება გამოგეპაროთ სიმსივნის საწყისი.
ხალის მოშორებიდან 2 კვირის მანძილზე თავი შეიკავეთ სპორტისგან, ერიდეთ დაბინძურებულ წყალს. შემდგომ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, ერთი პირობით - არ დაგავიწყდეთ დანარჩენი ხალების რეგულარული შემოწმება.
ანა ვერძაძე