09 აგვისტო, 2015
როგორ ვებრძოლოთ გაღიზიანებული კანის პრობლემას გაპარსვის შემდეგ - ხალხური რეცეპტები
1. 1-2 ც. ნაძვის ახალი გირჩა დანაყეთ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, დოლბანდი დაასველეთ ცივ ნაყენში და საფენების სახით 10-15 წუთით დაიდეთ გაღიზიანებულ კანზე.

2. ოხრახუშის რამდენიმე ღერო წვრილად დაჭერით და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. როცა ნაყენი გაცივდება, გაწურეთ და ბამბის ტამპონით წაისვით გაღიზიანებულ ადგილებზე.

3. 2 აბი ასპირინი დანაყეთ, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და რამდენიმე წვეთი გლიცერინი. ბამბის ტამპონით კარგად დაამუშავეთ პრობლემური კანი, არ ჩამოიბანოთ.

4. 2 ს.კ. ნუშის ან ატმის
ზეთს დაამატეთ 1-1 ამპულა A და E ვიტამინები და შეიზილეთ კანში გაპარსვის შემდეგ, ეფექტი არ დააყოვნებს.

5. იმისათვის, რომ არ დაუშვათ გაღიზიანება და კანი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში გქონდეთ, გაპარსვის შემდეგ გამოიყენეთ გულყვითელას (კალენდულა), გვირილას ან მუხის ქერქის ნახარშები.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS