იმუნიტეტის გასაძლიერებლად დალიეთ დღეში 2 ჭიქა ბრინჯის რძე.
თუ ცუდი შეგრძნების გამო ვერაფერს ჭამთ და იმუნიტეტი დაგიქვეითდათ დალიეთ ბრინჯის რძე. ასევე იდეალურია გასტრიტისა და გულძმარვის დროს.
ბრინჯის რძე შეუდარებელია სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად.
როგორ დაგეხმარებათ წონის კლებაში?
ბრინჯის რძე წვავს კალორიებს, ასევე რძეში D ვიტამინის შემცველობა ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.
როგორ მოამზადოთ
ინგრედიენტები 1 ლ ბრინჯის რძისთვის:
1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი
8 ჭიქა წყალი
2 ს.კ მზესუმზირის ზეთი
4 ს.კ თაფლი
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბრინჯი. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ ქვაბს და ადუღეთ 2 საათს. გამორთეთ და გააგრილეთ. შემდეგ დააბლენდერეთ, ვიდრე რძის მსგავს მასას არ მიიღებთ.
დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, თაფლი და ისევ დააბლენდერეთ.
თუ დარიჩინი გიყვართ, შეგიძლიათ დაუმატოთ.
გადაასხით შუშის ქილაში, მოარგეთ საცობი და შეინახეთ.
ბრინჯის რძე იდეალური სასმელია მთელი ოჯახისათვის.
ანა ვერძაძე