08 აგვისტო, 2015
ბრინჯის რძე - ახალი მოდა წონაში დასაკლებად
ბრინჯის რძე ძალიან ცოტა რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ეს კი ეხმარება ორგანიზმს უკეთ გაითავისოს ვიტამინები.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად დალიეთ დღეში 2 ჭიქა ბრინჯის რძე.

თუ ცუდი შეგრძნების გამო ვერაფერს ჭამთ და იმუნიტეტი დაგიქვეითდათ დალიეთ ბრინჯის რძე. ასევე იდეალურია გასტრიტისა და გულძმარვის დროს.

ბრინჯის რძე შეუდარებელია სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად.

როგორ დაგეხმარებათ წონის კლებაში?

ბრინჯის რძე წვავს კალორიებს, ასევე რძეში D ვიტამინის შემცველობა ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.

როგორ მოამზადოთ
ბრინჯის რძე:

ინგრედიენტები 1 ლ ბრინჯის რძისთვის:

1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი
8 ჭიქა წყალი
2 ს.კ მზესუმზირის ზეთი
4 ს.კ თაფლი

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბრინჯი. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ ქვაბს და ადუღეთ 2 საათს. გამორთეთ და გააგრილეთ. შემდეგ დააბლენდერეთ, ვიდრე რძის მსგავს მასას არ მიიღებთ.
დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, თაფლი და ისევ დააბლენდერეთ.

თუ დარიჩინი გიყვართ, შეგიძლიათ დაუმატოთ.

გადაასხით შუშის ქილაში, მოარგეთ საცობი და შეინახეთ.

ბრინჯის რძე იდეალური სასმელია მთელი ოჯახისათვის.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
რობოტი
თეთრი ბრინჯი თი შეიდლება
02:19 / 25-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ინგა
როგორ მივიგოთ დაწერეთ და თუ ვინმემ გამოიყენა შედეგი
21:48 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მიღების წესი? :)
01:47 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS