07 აგვისტო, 2015
კოჟრების მოცილების 4 მეთოდი - ხალხური მედიცინა
1. ჭიქაში მოათავსეთ უმი კვერცხი ნაჭუჭიანად, დაასხით ძმარი და გააჩერეთ ერთ დღეს (კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება), შემდეგ დაუმატეთ 100-150 გრ კარაქი და ერთგვარ მასად აქციეთ. მაზი წაისვით კოჟრზე შეიხვიეთ, ჩაიცვით ნასკები და მთელი ღამით გაიჩერეთ. 2-3 პროცედურის შემდეგ გაუხეშებული კანი მოგშორდებათ.

2. ხახვის წვენი და ძმარი აურიეთ. ნარევი ადუღეთ დაბალ ცეცხლე 10 წუთს. შემდეგ გააგრილეთ და დღეში რამდენჯერმე ჩამოიბანეთ კოჟრიანი ადგილი.

3. მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ უმი კარტოფილის თხელი ფენები და შეიხვიეთ.

4. კოჟრის ტკივილების მოსახნელად, თბილ
წყალში გახსენით მარგანცოვკა, დაუმატეთ მარილი და ჩააწყვეთ ფეხები. გააჩერეთ 15-20 წუთს. ამის შემდეგ ფეხებს ნუ გაიმშრალებთ. ტკივილი მალე გაივლის. ვანის შემდეგ კოჟრიან ადგილებზე შეგიძლიათ იოდი წაისვათ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS