07 აგვისტო, 2015
რა სავარჯიშოები უნდა გააკეთოთ წყალში ცურვისას - დაიკელით წონაში ზღვაზე დასვენებისას
თუ გსურთ ზღვიდან გამხდარი, გარუჯული, კარგი პრესით და ლამაზი თეძოებით დაბრუნდეთ - დაუთმეთ დღეში 15 წუთი წყლის სავარჯიშოებს.

შხეფები

კარგი ფიგურისთვის ძალიან სასარგებლოა ბავშვური გასართობებიც: უბრალოდ წამოიწიეთ ხელებითა და ფეხებით და გააკეთეთ წყლის შხეფები, ეს გაგიმკვრივებთ კუნთებს.

Rating

ფეხების მაქსიმალური დაჭიმვა

ეს დაგეხმარებათ ფეხებზე ცელულიტის მოშორებაში. წყალში კისრამდე შედით, გაშალეთ ხელები და ფეხი მიიტანეთ ხელის გულთან ისე, რომ არ მოხაროთ. თითო ფეხისთვის 10 ჯერ მაინც გაიმეორეთ. მსგავსი სავარჯიშოები ხერხემლისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

Rating

დაჭიმეთ ხელები მაქსიმალურად

როგორ იქონიოთ
მოხდენილი ხელები - კისრამდე შედით წყალში, გაშალეთ ფეხები მხრის სიგანეზე, დააშორეთ ხელებიდა გააკეთეთ აქტიური მოძრაობები.გაიმეორეთ 20 ჯერ.

ცურვა ხელების გარეშე

შესანიშნავია, ქალის სხეულის ნებისმიერი პრობლემატური ადგილისთვის (მუცელი, თეძოები, ხელები, საჯდომი, ხერხემალი). გამართეთ სხეული და მხოლოდ ფეხების მოძრაობებით გაცურეთ.

Rating

მიქსი

გასახდომად წყალში ცურვა ყველაზე ეფექტურია. თუ სხვადასხვა მოძრაობების შესრულებას ეცდებით - სხეულის სხვადასხვა ნაწილის კუნთებს გაიმკვრივებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვის გარეშე. ამ დროს კარგად იწვის ცხიმი.

ბალერინა

ბალერინას მდგომარეობის წყალობით - უმჯობესდება ხერხემლის კუნთები და იხვეწება სხეულის ჭერის მანერა. ამ სავარჯიშოს შესრულებისას წყალი მხრებს უნდა გიფარავდეთ. დადექით სწორად, ფეხი მოხარეთ მუხლში და უკან გაიტანეთ. სხეულის ბალანსირებისთვის, მეორე ხელი წინ გამართეთ.

ნახტომი

გადახტომა წყალში სასარგებლო და ძალიან სასიამოვნოა. დადექით სწორად, დაიჭირეთ ხელები თავს ზემოთ ისე, რომ ხელის გულები ერთმანეთს ეხებოდეს და ფეხებით გააკეთეთ ნახტომი წინ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS