07 აგვისტო, 2015
რა უნდა მიირთვათ რესტორანში, თუ დიეტაზე ხართ
დიეტის გამო სულაც არ უნდა თქვათ უარი რომანტიკულ ვახშამსა თუ მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წასვლაზე. ამ პრობლემის გადაჭრაში ჩვენ დაგეხმარებით.

მსუბუქი კერძები და სალათი

უარი თქვით ისეთ საკვებზე როგორიცაა - "ცეზარი", "კაპრეზი", კარტოფილით, ბრინჯით, სოკოთი და ბეკონით მომზადებულ კერძებზე, ეს ხომ ცარიელი ნახშირწყლებია.

ყურადღება გაამახვილეთ მსუბუქ კერძებზე, დიდი რაოდენობით მწვანილითა და სხვადასხვა ბოსტნეულით. სჯობს უბრალო სალათი შეუკვეთო, შემდეგ კი გემოვნებით დაუმატოთ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი ან დააწუროთ ლიმონი.

წვნიანი

აქ რეკომენდებულია ბოსტნეულის ან ვეგეტარიანული ვარიანტი. ცხიმიანი
ხორცით, ქათმის ბულიონი და მძიმე სოკოს წვნიანები კი მტერს გადაულოცეთ. გარდა ამისა გადაამოწმეთ კარტოფილით ან ფქვილით ხომ არ არის მომზადებული.

თუ ცივი წვნიანი გსურთ, გირჩევთ ოსპის ჯანსაღ და საკმაოდ მსუყე წვნიანს. წვნიანისთვის მოითხოვეთ არა არაჟანი, არამედ ბერძნული, უცხიმო იოგურტი.

ხორცი

შავ სიაში შეიყვანეთ ყოველგვარი ხორცი, კოტლეტი, ნახევარფაბრიკატები, ღორის ხორცი, მოკლედ, ყველაფერი ცხიმიანი. შეგიძლიათ მიირთვათ მჭლე ხორცი, გრილზე შემწვარი ან მოხარშული. ყურადღება მიაქციეთ ხორცის ხარისხს და ეცადეთ ფერმის საქონელი შეიძინოთ, სადაც ცხოველებს ჰორმონებითა და სხვა ხელოვნური საკვებით არ ზრდიან.

გარნირი

თუ უეცრად კარტოფილი ფრი გაიფიქრეთ, მაშინვე უარი თქვით. შეუკვეთეთ ჯანსაღი, ბოსტნეულის გარნირი - სატაცური, მწვანე ლობიო, კომბოსტო, მოხარშული წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი...

სენდვიჩი, ბურგერი, პიცა

თუ მენიუში მსგავს საკვებს წააწყდებით, მაშინვე გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე.. ხოლო თუ სხვა გზა არ გაქვთ, ბურგერი თქვენი ერთადერთი არჩევანია და პურზე უარს ვერ ამბობთ, აირჩიეთ მხოლოდ მარცვლეულის, თანაც ეცადეთ მხოლოდ ნახევარი შეჭამოთ. თუმცა არ ინანებთ თუ ბოსტნეულზე შეაჩერებთ არჩევანს და პურის ნაცვლად მეტ სალათის ფურცლებს შეუკვეთავთ.

დესერტი

შესანიშნავი სიახლე გვაქვს ტკბილეულის მოყვარულთათვის! დესერტი დიეტის დროსაც კი დაშვებულია. მაგრამ არჩეევანის გაკეთება აქაც მოგიწევთ - საზიანო დესერტი უნდა ჩაანაცვლოთ სასარგებლო საკვებით. ნამცხვრის ნაცვლად - შემწვარი ვაშლი, მარმელადი. პლომბირის ნაცვლად - ხილის შებერტი და ა.შ.
გახსოვდეთ რომ შიმშილი სასარგებლო საკვებით უკვე დაამარცხეთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS