04 აგვისტო, 2015
როდის არის უფრო სასიკეთო ფრჩხილების მოჭრა
ფრჩხილი წარმოადგენს მისტიკურ ნივთიერებას, რომელიც არეგულირებს ენერგიის მიღებას. ფრჩხილებთან განლაგებულია უამრავი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი წერტილი, რომლებიც დაკავშირებულები არიან სხეულის ყველა ორგანოსთან.

იმის და მიხედვით კვირის რომელ დღეს მოიჭრით ფრჩხილებს, დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლის რიტმის შეცვლა.

რა გავლენას ახდენს ადამიანზე ფრჩხილების მოჭრა კვირის სხვადასხვა დღეებში:

ორშაბათი -
გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა. ასევე ფრჩხილების მოჭრით თავისუფლდებით სევდისგან, კომპლესებებისა და სხვადასხვა უსიამოვნებების მეხსიერებისგან.

სამშაბათი - "მოიჭრება" სისხლის და თავის დაავადებები, მოულოდნელი უსიამოვნებები. ეს დღე ხელს უწყობს დაცვის შეძენას ექსტრემალური
სიტუაციების დროს.

ოთხშაბათი - ძლიერდება იმუნიტეტი, უმჯობესდება ნერვული სისტემა, მატულობს წარმატებები სწავლაში, ურთიერთობაში, თავისუფლდებით არეული აზრებისა და საქმეებისგან.

ხუთშაბათი - "მოიჭრება" ღვიძლის დაავადებები. ხანგრძლივდება სიცოცხლე, იზრდება რწმენა საკუთარ თავში.

პარასკევი - მატულობს სილამაზე და მიმზიდველობა. გამონაკლისს მხოლოდ მამაკაცები შეადგენენ - ამ დღეს მოჭრილი ფრჩხილი აძლიერებს შლაკების დაგროვებას და აფერხებს ორგანიზმში სხვადასხვა პროცესებს.

უქმე დღეებში ფრჩხილების მოჭრა არ არის რეკომენდებული.

ასევე საჭიროა ორიენტირება მთვარის დღეების მიხედვით: ზრდადი მთვარის დროს ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება, კლებადი მთვარის დროს კი ფრჩხილი იქნება უფრო მაგარი და არ გაიყოფა.

სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის დღეებში, ასევე 3 დღით მანამდე და შემდეგ - ფრჩხილების მოჭრა არ არის რეკომენდებული.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რა იდიოტობაა
ვინმე იჯერებს ასეთებს?
11:10 / 29-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS