გამოკვლევაში მიიღო მონაწილეობა 50 ადამიანმა, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 70 გ ბროკოლის 2 თვის განმავლობაში. ამის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კომბოსტოს შეუძლია წარმოადგინოს კუჭისთვის დამცავი ეფექტი.
სპეციალისტების აზრით, ახალ და გაყინულ ბროკოლის გააჩნია ძლიერი დამცავი თვისებები, ვინაიდან ის შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებად სულფორაფანი, რომელიც ანტიბიოტიკივით მოქმედებს
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაანაწილეს ყველა მონაწილეები 2 ჯგუფად: ერთი ჯგუფი იღებდა ბროკოლის, მეორე კი - იონჯას, რომელიც არ შეიცავს სულფორაფანს. შედეგად 2 თვის შემდეგ "ბროკოლის ჯგუფში" ბაქტერიის მარკერების დონე მეორე ჯგუფთან შედარებით დაიკლო 40%-ით.
მაგრამ 8 კვირის შემდეგ ბაქტერიის მარკერების დონე დაბრუნდა წინანდელ ადგილზე, როგორც იყო ექსპერიმენტამდე. მეცნიერები თვლიან, რომ ბროკოლის გააჩნია ძლიერი დამცავი ეფექტი, მაგრამ არ შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ჰელიკობაქტერიები.
აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჰელიკობაქტერიით გამოწვეული დაავადებები და გართულებები, ხშირად უნდა მივირთვათ ეს სასარგებლო ბოსტნეული.