2. ძილის წინ სასარგებლოა წაისვათ თვალების ირგვლივ აბუსალათინის ზეთი.
3. თმის ცვენის დროს დაბანის შემდეგ შეიზილეთ ოროვანდის ნაყენი.
4. გამელოტების დროს ყოველ დღე შეიზილეთ თავის კანში ჟოჟობას ზეთი.
5. გამოწურული ლიმონის ნარჩენებით დაიზილეთ ხელები და იდაყვები.
6. ცხიმიანი თმის გამოსაშრობათ ყოველ დღე ან დღეგამოშვებით შეიზილეთ თავის კანში შავი ჩაის ნაყენი.
7. დილით და საღამოს გაიწმინდეთ სახე მინერალურ წყალზე დაყენებული ჩაით ცოტაოდენი შაქრის დამატებით. უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.
8. მშრალი და მგრძნობიარე კანის დასატენიანებლად ძილის წინ წაისვით
9. სახის კანის ფერის და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ 1 ს.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. სუფრის მარილისგან მომზადებული ნიღბები, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვთ.
10. სახეზე გამონაყარს კარგად შველის გახეხილი ვაშლისა და ცოტაოდენი თაფლის ნარევი.
11. სახის ღრმა წმენდისთვის გამოიყენეთ ათქვეფილი კვერცხის გულისა და ლიმონის წვენის ნარევი. წაისვით სახეზე ფენებათ და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
12. ფეხმძიმობის დროს დაჭიმვების თავიდან ასაცილებლად წაისვით მუცელზე კაკაოს კარაქი.