01 აგვისტო, 2015
9 საიდუმლო რჩევა - წაიკითხეთ, თუ გინდათ, რომ არასოდეს დაბერდეთ
ამ სიაში რამდენიმე რჩევაა, რომელთაც ხანგრძლივი ცხოვრების 9 საიდუმლო ვუწოდეთ:

1. განთავისუფლდით მავნე ჩვევებისგან - ისეთი, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის სისტემატური მიღება. თუ დალევა მოგინდებათ, სჯობს ჭიქა წითელი ღვინო დალიოთ.

2
. მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები - აუცილებლად ებრძოლეთ წონის მატებას, რადგან ხელს გიშლით გადაადგილებაში, ცუდად აისახება სისხლძარღვებზე და იწვევს დიაბეტს.

3. იმოძრავეთ! - შეგიძლიათ ირბინოთ, დაკავდით სპორტით, ცეკვით, ცურვით და ა.შ.

4. გაავარჯიშეთ ტვინი - ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგი მეხსიერება და აზროვნების უნარი. შეავსეთ კროსვორდი, გამოიცანით
გამოცანები და ა.შ.

5. მიეჩვიეთ სწორ კვებას - ჭამეთ მეტი ნიგოზი, ის გიცავთ გულის დაავადებებისგან. ასევე მიირთვით ვაშლი, დღეში ერთი ვაშლი სიცოცხლეს სამი წლით გაგიხანგრძლივებთ. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება რას ჭამთ.

6. იცინეთ! - იუმორის გრძნობა პოზიტიურ განწყობას გიქმნით, რაც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.

7. იმღერეთ, ხატეთ, კერეთ - შემოქმედებითი აქტი ტვინის მასტიმულირებელია. კარგია როცა საკუთარი, საინტერესო სამყარო გაქვთ.

8.
ამით აუცილებლად დაკავდით... - ექიმების რჩევით სექსით რეგულარულად უნდა დაკავდეთ. ეს სიბერეს აფერხებს, ასევე აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

9. მიიღეთ ანტიოქსიდანტები - ისინი სიბერის პროცესს ანელებენ. ანტიოქსიდანტების შემცველია: კომბოსტო, ატამი, მარწყვი, გარგარი, სტაფილო, მწვანე ჩაი, მოცვი, ბროწეული და თევზი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS