დაგჭირდებათ:
100 გრ კარაქი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ალოეს წვენი - ჭიქის 1/3
1ჭიქა ნატურალური თაფლი
ლიმონის ახლადგამოწურული წვენი ან A ვიტამინი
აურიეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, შემოდგით წყლის ორთქლზე. გამდნარ მასას დაუმატეთ თაფლი და ალოეს წვენი. აურიეთ.
ცხიმიანი კანის შემთხვევაში დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მშრალი კანის შემთხვევაში კი რამდენიმე წვეთი A ვიტამინი. კიდევ ერთხელ აურიეთ და გადმოდგით. მიღებული კრემი
კრემის გამოყენების წესები:
სუფთა კანზე წაისვით კრემის თხელი ფენა და კარგად შეიზილეთ. მაცივრიდან გამოღების შემდეგ კრემის შეთბობა აუცილებელი არ არის. უბრალოდ ამოიღეთ თითებით, გადაინაწილეთ სახეზე და თვითონ გადნება.
20-30 წუთის შემდეგ კრემის ნარჩენები შეგიძლიათ მოიშოროთ მშრალი ბამბით.
ანა ვერძაძე