01 აგვისტო, 2015
მოსამზადებლად უმარტივესი და სწრაფად გამაახალგაზრდავებელი კრემი - კვირაში ყველა ნაოჭი გაქრება
ამ მარტივად მოსამზადებელი კრემის შედეგები ნამდვილად გაგაოცებთ. 1 კვირაში ყველა ნაოჭი გაქრება.

დაგჭირდებათ:

100 გრ კარაქი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ალოეს წვენი - ჭიქის 1/3
1ჭიქა ნატურალური თაფლი
ლიმონის ახლადგამოწურული წვენი ან A ვიტამინი

აურიეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, შემოდგით წყლის ორთქლზე. გამდნარ მასას დაუმატეთ თაფლი და ალოეს წვენი. აურიეთ.

ცხიმიანი კანის შემთხვევაში დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მშრალი კანის შემთხვევაში კი რამდენიმე წვეთი A ვიტამინი. კიდევ ერთხელ აურიეთ და გადმოდგით. მიღებული კრემი
შეინახეთ მაცივარში.

კრემის გამოყენების წესები:

სუფთა კანზე წაისვით კრემის თხელი ფენა და კარგად შეიზილეთ. მაცივრიდან გამოღების შემდეგ კრემის შეთბობა აუცილებელი არ არის. უბრალოდ ამოიღეთ თითებით, გადაინაწილეთ სახეზე და თვითონ გადნება.

20-30 წუთის შემდეგ კრემის ნარჩენები შეგიძლიათ მოიშოროთ მშრალი ბამბით.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კატო
რას არ იგონებს ადამიანი!!!
17:31 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS