* კანში ჩამჯდარი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი აფერხებს თმის ზრდას.
* შამპუნი, რომელსაც აწერია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად დელიკატური, ჰიპოალერგიული და ნეიტრალურია; მისი გამოყენება მართლაც ყოველდღე შეგიძლიათ.
* თმის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თმის ტიპი და წყლის ხარისხი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 3-4-დღიანი შუალედიც უარყოფითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.
* გამოსაყენებელი შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. ნუ დაისხამთ შამპუნს პირდაპირ თმაზე. რაოდენობას ვერ გააკონტროლებთ. შამპუნი
* თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნის ერთი დასხმა საკმარისია; თუ კვირაში ორჯერ, თავი ორჯერ აიქაფეთ. თუმცა, მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა უნდა შეამციროთ.
* თმის დაბანამდე და შამპუნის დასხმამდე ჯერ თმა უნდა დაივარცხნოთ. დაიბანეთ თავი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. დაბანის დროს გაიკეთეთ მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.
* სწორად შეარჩიეთ წყლის ტემპერატურაც. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. იგი თმას უფრო გაგიცხიმიანებთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია.
იხილეთ სრულად