30 ივლისი, 2015
სახლის პირობებში მომზადებული ტანის ლოსიონები - როგორ გავხადოთ სხეულის კანი მკვრივი და ხავერდოვანი
ხალხური მედიცინა გვთავაზობს ტანის მოვლის სილამაზის რეცეპტებს, რომლებიც ადვილად და განსაკუთრებული ხარჯების გარეშე შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ. ზეთოვანი ლოსიონი 50 მლ კუნჯუთის ზეთი, 15 მლ ზეითუნის ზეთი და 15 მლ ნუშის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ლოსიონი მზადაა.

სასურველია გამოყენების წინ ოდნავ შეათბოთ. ლოსიონი კარგად კვებავს და ატენიანებს კანს. ლოსიონი ვაშლის ძმრით 50 მლ ვაშლის ძმარი აურიეთ იგივე რაოდენობის წყალთან. წაისვით ტანზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ეს ლოსიონი შესანიშნავად ამკვრივებს კანს! ლოსიონი ვარდის ფურცლებითა და ციტრუსებით
50 გ ვარდის ფურცელს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. როცა გაცივდება, დაამატეთ 1 ჩ.კ. სოდა და კარგად აურიეთ.

ვარდის წყალი მზადაა. 5 ს.კ ვარდის წყალს დაამატეთ 2 ს.კ. გლიცერინი და 3 ს.კ. ნებისმიერი ციტრუსის ახალდაწურული წვენი (ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი, გრეიფრუტი).

ასეთი ლოსიონის გამოყენების შემდეგ კანი საოცრად ნაზია და ხავერდოვანი. ვარდის წყალიც და მისგან მომზადებული ლოსიონიც შესანიშნავად ინახება მაცივარში, ამიტომ თავისუფლად შეიძლება მისი მომზადება მარაგით.

აღმოსავლური ლოსიონი 100 მლ ახალდაწურული ნებისმიერი ციტრუსის წვენი (ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი, გრეიფრუტი) დადგით წყლის აბაზანაზე, დაამატეთ 100 მლ თაფლი, 100 მლ ნუშის (ან ნებისმიერი მცენარეული) ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ლოსიონი შესანიშნავად ატენიანებს კანს!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS