29 ივლისი, 2015
როგორ მოვირჩინოთ მაზოლები სახლში მომზადებული მალამოთი
უამრავი ადამიანია შეწუხებული მაზოლებით, ისინი არა მხოლოდ ქმნიან დისკომფორტს, არამედ ვიზუალურადაც აფუჭებენ ფეხების სილამაზეს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ფეხი შიშველ ია. ამ უსიამოვნო პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ნატურალურ კომპონენტებზე მომზადებული ეფექტური მალამოები.

რეცეპტი № 1

სარეცხი საპონის პატარა ნაჭერს (დაახლოებით 20 გ) დაამატეთ 50 გ გახეხილი ხახვის ფაფა, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ს.კ. თაფლი და კარგად აურიეთ. ძილის წინ დადეთ მალამო პატარა დოლბანდზე და დაიდეთ მაზოლზე, შეიხვიეთ ბინტით. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საშუალება გამოიყენეთ იქამდე, სანამ მაზოლი
არ გაქრება. მალამო შეინახეთ მაცივარში.

რეცეპტი № 2

აიღეთ თანაბარი რაოდენობის გახეხილი ალოეს ფურცელი, უმი კარტოფილი და ხახვი. კარგად აურიეთ და ძილის წინ დაიდეთ მაზოლზე. ზემოდან რბილობით დაადეთ გაჭრილი ალოეს ფურცელი და შეიხვიეთ დოლბანდით ან ბინტით, დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მალამო გამოიყენეთ პრობლემის მოგვარებამდე. შეინახეთ მაცივარში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS