28 ივლისი, 2015
მიომის, ფიბრომის, კისტის მკურნალობა ოროვანდის წვენით - ძველი შემოწმებული საშუალება
ხალხურ მედიცინაში ოროვანდის ახალი ფოთლების წვენით წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა სახეობის კისტებს: თირკმელებზე, საშვილოსნოზე და საკვერცხეებზე. მკურნალობა ოროვანდის წვენით ხანგრძლივია და საჭიროებს დისციპლინას, სამაგიეროდ ამ საშუალებით ერთხელ ნამკურნალევს, სამუდამოდ შეიძლება ამ პრობლემისგან განთავისუფლება.

ოროვანდი - ძველი შემოწმებული საშუალებაა. მის ძალას მიომები , ფიბრომები და სხვა ახალი წარმონაქმნებიც კი ემორჩილებიან, ვინაიდან მას გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და გამწოვი თვისებები. ოროვანდი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, კურნავს მთელ კუჭ-ნაწლავის სისტემას, წმენდს სისხლს.

რეცეპტი:

ოროვანდის ახალგაზრდა ფოთლები (აგვისტო ბოლო ვადაა წვენის
მოსამზადებლად) გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაწურეთ და წვენი გადაასხით შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ სქემის მიხედვით, არც ერთი დღე არ უნდა გამოტოვოთ:

1 და 2 დღეები - 1 ჩ.კ. 2-ჯერ დღეში

3, 4 და მომდევნო დღეები - 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი - 1თვე. თუ 1 თვეში კისტა მთლიანად არ გაიწოვა, მოგიწევთ მკურნალობის კურსის
განმეორება. სულ შეიძლება დაგჭირდეთ 3 კურსი, კურსებს შორის 1 თვიანი შესვენებით.

მკურნალობის პროცესში ძილის წინ წელის არეში შეიძლება ოროვანდის ზეთის შეზელვა, რაც გააძლიერებს ეფექტს და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ეკატერინე
უკაცრავად ეს აფტიაქებსჰი არ იყიდება
23:22 / 03-03-2021
გამოხმაურება / 0 /
თეა
სად შეილება ვიშოვი?
11:05 / 22-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ოროვანდას ფოთლები აფთიაკში უნდა ვიყიდო ტუ უნდა დავკრიფო და სად შეიდზლება მისი დაკრეფა
07:30 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნაღვლის ბუშტზე მაქვს პოლიპი,მეც რომ მივიღო, გაიწოვს ნეტა.თუ შეგოძლიათ მირჩიოთ რამე?
15:02 / 20-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ია
სად შეიძლება ოროვანდის შეძენა?
12:59 / 18-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS