25 ივლისი, 2015
საუკეთესო ხალხური საშუალებები დეპრესიისგან თავის დასაღწევად
დამტკიცებული, რომ დეპრესია ამოკლებს სოცოცხლის ხანგრძლივობას. აჩქარებული ცხოვრების რიტმი, მომატებული სამუშაო ტემპები, ფიზიკური აქტივობის შესუსტება გვაიძულებენ მუდმივად განვიცადოთ ნერვული დაძაბულობა.

ამასთან ერთად, თუ მდგომარეობას ართულებენ ქრონიკული დაავადებები და ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, დაგეხმარებათ ხალხური მედიცინა.

1. საჭიროა დღეში 1 ბანანი მაინც შეჭამოთ. ბანანი - პატარა სასწაულია, რომელიც "კლავს" დეპრესიას. ის შეიცავს ალკალოიდ ხარმანს, რომლის ფუძეს შეადგენს "ბედნიერების ნარკოტიკი" - მესკალინი.

2. 1 ს.კ. გვირილას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, როცა გაცივდება გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში.

3. 1 ს.კ. პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 10 წუთით. მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნახარში ღეში 2-ჯერ, დილით და ძილის წინ.

4. ჟენშენის გამხმარ ფესვს ან ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი თანაშეფარდებით 1:10 და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში ერთხელ.

5. დეპრესიას შესანიშნავად უმკლავდება სტაფილო! საკმარისია ყოველდღიურად 100-200 გ სტაფილო ან 1 ჭიქა ახალდაწურული სტაფილოს წვენი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS