25 ივლისი, 2015
14 აუცილებელი რჩევა, რომ გოგონები მოვლილად გამოიყურებოდეთ
1. მუცლის ცხიმს ვერ დაწვავთ, თუ მხოლოდ პრესს ავარჯიშებთ. მუცელზე ცხიმის მოსაშორებლად შეწიეთ მუცელი და დაჭიმეთ პრესი.

2.. გვერდების მოსაშორებლად გააკეთეთ გაქნევითი ვარჯიშები, ფეხებისთვის კი საუკეთესოა ბევრი სიარული.

3. ლამაზად დაკუნთვისთვის აუცილებლად ივარჯიშეთ კვირაში 2-3-ჯერ. ვარჯიშის ბოლოს გააკეთეთ გაწევები.

4. დილით უზმოზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი. 10 წუთის შემდეგ მიიღეთ 2 კოვზი ზეითუნის ან სელის ზეთი ( მკერდისა და მენსტრუალური ციკლის შესანარჩუნებლად). მიირთვით მწვანე ვაშლიც.

5. 10-15 წუთის შემდეგ ისაუზმეთ და დანაყრდით კარგად, რათა ენერგიულობა მთელი
დღით შეინარჩუნოთ.

6. ნუ შეჭამთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

7. მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ნელა და კარგად დაღეჭეთ საკვები. ეს ფრანგი ქალების კიდევ ერთი საიდუმლოა - ისინი არასდროს ჭამენ სწრაფად!

8. გააკეთე სავარჯიშოები 5 წუთში ერთხელ. თუ კომპიუტერთან ზიხართ - შეისვენეთ 5 წუთით და გააკეთეთ სავარჯიშოები პრესისთვის.

9. შეიძულე შენი მტრები - ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ფასტფუდი, ჩიფსი, მაიონეზი, ძეხვი!

10. თხილი და ზეთი - სასარგებლოა, თუმცა ცოტა რაოდენობით. თხილი მაღალკალორიული პროდუქტია.

11. კარტოფილი - გამორიცხეთ შემწვარი! შეგიძლიათ მიირთვათ პიურე.

12. თეთრი და რუხი პური ერთი და იმავე ოდენობის კალორიას შეიცავს. მიეჩვიე უპუროდ ჭამას ან შეცვალე ჭვავის პურით.

13. არ დალიო ჩაი! თუ დალევ მხოლოდ უშაქროდ და არა ჭამის შემდეგ. შაქარი ხომ იგივე საწამლავია, შეცვალე ის თაფლით.

14. მწვანე ჩაი - დღეში 2 ჭიქა! ამშვიდებს და წმენდს ორგანიზმს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS