23 ივლისი, 2015
როგორ დაანებოთ თავი მოწევას 2 დღეში და დაუბრუნდეთ მშვიდ ცხოვრებას - გამოსავალი ნაპოვნია
მართალია, რთულია და მიუხედავად ბევრი მცდელობისა ადამიანებს უჭირთ მოწევისთვის თავის დანებება. თუმცა დღეს ეს შესაძლებელი გახდა მონასტრის ჩაის დახმარებით.

თავისი უნიკალური თვისებების დახმარებით, 2-3 ჭიქა მონასტრის ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის ნიკოტინის 99%-ს. ნიკოტინის მოშრებასთან ერთად კი სიგარეტზე დამოკიდებულებაც ქრება.

მონასტრის ჩაის წყალობით დაგილაგდებათ ნერვული სისტემაც და დანებებიდან პირველ პერიოდში, არც ჭამის გამუდმებული სურვილი შეგაწუხებთ.

აუცილებელია ჩაი დღეში 2-ჯერ დალიოთ, 2-5 დღის შემდეგ სიგარეტის მოთხოვნილება აბსოლუტურად გაქრება.

მონასტრის ჩაის მომზადება:

ავიღოთ ნახევარი ჭიქა ასკილი, 10გრ ინულას (ჩვეულებრივი
მზიურა) ფესვები, ჩავყაროთ ქვაბში და ამ ნარევს დავასხათ 5ლიტრი ადუღებული წყალი, თავი დავახუროთ და შევფუთოდ თბილად 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ ამ ნარევს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ორეგანო და კრაზანა, 10 გრამი ასკილის ფესვები, 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი და შევფუთოდ კიდევ 1 საათი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
დათო
მხოლოდ 2-3 ჭიქა უნდა დავლიოთ
14:47 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლესელიძეზე არის მწვანე აფტიაქი და იქ შეგიძლიათ შეიძინოთ რეცეპტში მითითებული მცენარეები
12:27 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ეკუნჩალა,რომ არ გასუქდე მიიღე ბოსტნეული და კიდევ ერთი რჩევა,რატომ იყვნენ მოდაში 60-ში"ფრანცუჟენკები":დილით უზმოზე ჩაი+თხელი პურის ნაჭერი ყველთან ერთად,სადილი:თხლად დაჭრილი საქონლის ხორცი დაბრაწე ზეთზე 20 წამი ერთი მხარე,20 წამი მეორე მხარე,დაადევი თხელი პურის ნაჭერს და მიირთვი,გაჩერდი ოცი წუთი,და გადაგივლის შიმშილი.საღამოს,რვა საათზე ისევ ჩაი თხელ პურთან ერთად და ყველი,ხოლო რაც უფრო მეტ ხილს მიიღებ:ვაშლი,კივი და ა.შ. აღარ გასუქდები,და კიდევ ერთი რჩევა,დაიცავი ყველა მარხვა,და მიხვდები რა ძალა აქვს მარხვის დაცვავას!!!
15:15 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ავთანდილ
მაგეების დათრევა უფორო ძნელია ვიდრე ოქროს საწმისის
15:14 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერგავიგე ?
ეს ყველაფერი სად შეიძლება ვიყიდო ხალხო ? ან დამზადებული არ იყიდება?
11:51 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
სიგარეტს ეწეოდა ჩემი დიდი ბებია, გაახვევდა ფოთოლში და ეწეოდა გადმოცემით ვიცი, ხან ბურნუთსაც ყნოსავდა. მაინტერესებს, როგორ იცოცხლა 117 წელი. მშრომელი ქალი იყო 12 შვილი ყავდა. მიწაზეც მუშაობდა. ვფიქრობ ეს მანქანების გამონაბოლქვი ან საკვები რას ვჭამთ კაცმა არ იცის, ეს უფრო საზიანოა.დღეს ნაყინი უნდა მეყიდა და ზედ ეწერა ვადა 2017 წლამდე და გადავიფიქრე მე გავაკეთე თვითონ..
03:13 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგა
მე არ შემიძლია სიგარეტის დანებება, უბრალოდ ვერ შევძელი ალბათ ნებისყოფა არ მაქვს :( რავი ამ ჩაისაც გავაკეთებ თუ გადამაგდებინა სიგარეტი კაი იქნება.. :D :D ეკა მე მაგრად მომწონს გამხდარი გოგოები ;) ;) :)
22:59 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
მონდომებაა მთავარი,უკვე 4 Eთვეა რაც მოწევას თავი დავანებე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,არადა სტაჯიანი მწეველი გახლდით ჩემდა სამწუხაროდ
19:57 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მწეველი
ამას რა დაამზადებს, ისევ სიგარეტი მოვწიო აჯობებს
15:11 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რამდენი უნდა მივიღოთ დღეში და რამდენჯერ?
00:12 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS