თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს, რომლებიც ფაქტობრივად, ერთ დღეში ჩაგაყენებენ ჩვეულ ფორმაში.
ლიმონიანი წყალი
ერთი ჭიქა თბილ წყალში გაზავებული ლიმონის წვენი გაღვიძებისთანავე – შესანიშნავია საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ასამუშავებლად.
დღე პურისა და რძის გარეშე
ძროხის რძეში შემავალი ცილა და გლიუტენი ხშირად მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება. გამორიცხეთ ეს
ანანასი წასახემსებლად
ანანასში შემავალი ფერმენტი ბრომელაინი ცხიმისმწველი ნივთიერებაა. ის შლის ცილებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ერთი ნაჭერი ანანასი წასახემსებლად – ბუტერბროდისა და ორცხობილის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.
ნაკლები მარილი
მარილი "აკავებს" წყალს. წყალი "აკავებს" ცხიმს. დაიმახსოვრეთ ეს მარტივი ფორმულა ყველამ, ვისაც უყვარს მარილიანი, შებოლილი, ძეხვეული და ნახევარფაბრიკატები. მარილის დღიური ნორმა 5 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
მიირთვით ჩუმად
საჭმლის ჩქარ-ჩქარა ჭამა, თანაც, პარალელურად ლაპარაკი ხელს უწყობს ორგანიზმში ჰაერის მოხვედრას, რაც შემდეგ მუცლის შებერილობას იწვევს. ამ მიზეზითვე შეზღუდეთ დროებით საღეჭი რეზინის ღეჭვა – 10 წუთი საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენისთვის.
იხილეთ სრულად