21 ივლისი, 2015
30 დღიანი დეტოქსიკაცია - ორგანიზმის გამწმენდი უგემრიელესი სასმელები
1. მოცვი + ბანანი + ლიმონი + ნიახური

კარგი იმუნიტეტისა და მეხსიერებისთვის. დააბლენდერეთ 2 ც ბანანი, 3 ს.კ მოცვი, 1/3 ლიმონის წვენი, 2-3 ღერო ნიახური და 1 ჭიქა წყალი. სასმელი მზად არის!

2. კიტრი + სალათის ფურცლები + ლიმონი + თაფლი

კიტრი ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, სალათის ფურცლები კი მდიდარია E ვიტამინით. დააბლენდერეთ სალათის ფურცლები, 1 ც გათლილი კიტრი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 1 კოვზი თაფლი.

3. სტაფილო
+ ჭარხალი + ნიახური + კიტრი + ვაშლი + ოხრახუში + კოჭა

ბლენდერით აურიეთ 1 ც სტაფილო, 1 ც ჭარხალი, 1 ღერო ნიახური, 1 კიტრი, 2 ვაშლი, კონა ოხრახუში და ცოტაოდენი კოჭა. გემრიელი და სასარგებლოა.

4. მარწყვი + წითელი მოცვი + ბანანი + პიტნა

გამაგრილებელი სასმელი. აიღეთ 200 გრ გაყინული მარწყვი, 150 გრ გაყინული წითელი მოცვი, მოცვი ან ალუბალი, 2 ბანანი, 1 ჭიქა პიტნის ფურცლები, 1 ჭიქა წყალი. აურეთ და მოათავსეთ ბლენდერში. გემრიელი სასმელი მზადაა.

5. კიტრი + ისპანახი + ანანასი + მწვანე ჩაი + ლიმონი + კოჭა

ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით. დააბლენდერეთ და მიიღეთ ერთგვარი მასა - 1 კიტრი, 2 კონა ისპანახი, 2 ჭიქა დაჭრილი ანანასი, ჭიქა მოდუღებული მწვანე ჩაი, ნახევარი ლიმონის წვენი, კოჭას ფესვი.

6. გრეიფრუტი + სელის თესლი + მარწყვი + ყურძენი + ავოკადო + ბანანი +ლიმონი

აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ბლენდერში დაფქვით სელის თესლი, შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც: გრეიფრუტის ნახევარი, 15ც გაყინული მარწყვი, ერთი მუჭა ყურძენი, ავოკადოს ნახევარი, ნახევარი ლიმონის წვენი.

7. ავოკადო + მანანი + ფორთოხალი + მწვანილი + ლიმონი

ავოკადო ძალიან სასარგებლო ხილია და აუცილებლად უნდა დაუმატოთ თქვენს რაციონს. 1 ბანანი, 1 ფორთოხალი და ავოკადო. დაუმატეთ მწვანილი, ჭიქა წყალი და ნახევარი ლიმონის წვენი. სასარგებლო კოქტეილი მზად არის.

8. კიტრი + ოხრახუში

კიტრის 99% წყლისგან შედგება, ოხრახუში კი მდიდარი ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით. მისი გამაჯანსაღებელი თვისება, არავის დატოვებს გულგრილს.

9. ბროკოლი + ყვავილოვანი კომბოსტო + გრეიფრუტი + სელის თესლი + ნუში + ფინიკი

აუმჯობესებს მომნელებელ სისტემას.
აიღეთ ბროკოლის რამდენიმე ღერო, ყვავილოვანი კომბოსტოს რამდენიმე ყვავილი, გრეიფრუტის ნახევარი, 1 ჩ.კ სელის თესლი, ერთი მუჭა ნუში და 4 ფინიკი, კარგად აურიეთ ბლენდერში და მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

10. კივი + მსხალი + ოხრახუში + ბანანი

კივი შეიცავს ვიტამინების მთელ ჯგუფს - A, B, ჩ, E, PP და ბევრ სხვა მინერალს.
დააბლენდერეთ: 3 კივი, 1 მოზრდილი, ტკბილი მსხალი, კონა ოხრახუში, ბანანის ნახევარი, 250 მლ წყალი.

11. სტაფილო + პომიდორი + ბულგარული წიწაკა + ნიორი + ნიახური + წიწმატი + ისპანახი

სტაფილო შეიცავს ვიტამინს, რომელიც დადებითად აისახება ადამიანის გარეგნობაზე, დაგიბრუნებთ განახლებულ და დასვენებულ სახეს, შეგმატებთ ენერგიასა და ხალისს.
5 ც სტაფილოს დაუმატეთ 2 ც პომიდორი, 2 წითელი, ბულგარული წიწაკა, 4 კბილი ნიორი, 4 ღერო ნიახური, 1 ჯამი წიწმატი და 1 ჯამი ისპანახი.

12. ბულგარული წიწაკა + ლიმონი


თუ გსურთ ორგანიზმი შლაკებისა და ტოქსინებისგან გაანთავისუფლოთ, მოამზადეთ შემდეგი წვენი.
2 ც ბულგარული წიწაკა და ნახევარი ლიმონის წვენი დააბლენდერეთ.
სასმელი მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობასა და უხასიათობას.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS