21 ივლისი, 2015
მოამზადეთ ჟელატინის ნიღაბი სახლის პირობებში და მარადიული სილამაზე გარანტირებული გაქვთ
აიღეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი და დაუმატეთ 100 მლ ნაღები (თუ მშრალი კანი გაქვთ), რძე (ნორმალური კანისთვის) ან კეფირი (ცხიმიანი კანისთვის).

მიღებული მასა გააჩერეთ ცივ ადგილას 5-6 საათის განმავლობაში. მომზადებული ჟელატინის კრემი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთით), 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი თეთრი, მშრალი ღვინო.

დააბლენდერეთ და შეინახეთ შუშის ქილაში. მომზადებული კრემი, შეგიძლიათ დიდი ხნით შეინახოთ მაცივარში.

ჟელატინის შემცველ ნიღაბს აქვს კანის ლიფტინგ ეფექტი.

დაგჭირდებათ მისი
კურსის ჩატარება. კურსი შედგება 10 – 15 ნიღბისგან, რომელიც ერთი დღის გამოტოვებით უნდა გაიკეთოთ. შემდეგ შეისვენეთ 1 თვით და კვლავ გაიმეორეთ.

კრემი წაისვით გაწმენდილ სახესა და კისრის მიდამოებში, 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ დილით წაისმევთ, უმჯობესია ცივ მდგომარეობაში, ხოლო საღამოს კარგია თუ კრემს შეათბობთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS