გარდა ამისა, ჩაი შესანიშნავად აუმჯობესებს კანის მჟავე-ტუტოვან ბალანსს, აშორებს თავის კანს ზედმეტ ცხიმს, თმა ნაკლებად ცხიმიანდება, ბზინავს და იძენს ლამაზ წაბლისფერ ელფერს. ნიღაბი გამოიყენება მხოლოდ მუქი ფერის თმისთვის.
დაგჭირდებათ:
0.5 ლ არაყი
250 გ შავი ჩაი
ჩაის დაასხით არაყი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ჩაის ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში. ვინაიდან ნაყენს საღებავის ეფექტიც აქვს, შეიხვიეთ პოლიეთილენით და ზემოდან
1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ 2 კვირის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ.