ცვილით დეპილაცია თმის ზრდის საწინააღმდეგოდ უნდა გაკეთდეს. დაჭიმეთ კანი და იმოქმედეთ თმის ზრდის საწინააღმდეგოდ, სრაფი მოძრაობებით. ეცადეთ თმის თითოელი ღერის მოშორება შეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანი გაგიღიზიანდებათ.
დეპილაცია ცხელ ვანაში
თმის ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი ფორმა პარსვაა, რომელსაც ხშირად ბანაობისას, ცხელი შხაპის ქვეშ აკეთებენ. მაგრამ უმჯობესია დაბანიდან ნახევარი საათის შემდეგ გაიპარსოთ.
ფოტო და ლაზერული ეპილაცია ცხელ ზაფხულში
ფოტო და ლაზერული ეპილაციების შემდეგ დიდი ხნით გიწევთ მზისგან თავის დაცვა. ასე, რომ შემოდგომამდე ისარგებლეთ ჩვეული მეთოდებით. დეპილაციამდე
პროცედურა დღესასწაულებამდე
ხშირად ყურადღებას იქცევს არა თქვენი გლუვი კანი, არამედ წითელი ლაქები. დეპილაციის შემდგომი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად - გაიკეთეთ წვეულებამდე ერთი დღით ადრე.
დეპილაციის შემდგომ მოერიდეთ: გარუჯვას; წხელ წყალში ბანაობას; ზედმეტად მჭიდრო სამოსის ტარებას; სუნამოს, დეოდორანტს, ავტორუჯს და მაკიაჟს; კანის წმენდას.
პილინგი
რეგულარულად გამოიყენეთ პილინგი და დაირბილეთ კანი, რათა თმა სწორი მიმართულები გაიზარდოს და გაიშვიათდეს. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კანის მოვლის საშუალებები დეპილაციის შემდეგ.
შეუფერებელი დრო
პროცედურისთვის საუკეთესო დრო მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდია. მისი დაწყების შემდეგ ხდება ჰორმონალური ცვლილებები, იზრდება სისხლის მიმოქცევის პროცესი და მგრძნობელობა. ეს განსაკუთრებით აისახება ბიკინის ზონისა და ზედა ტუჩის დეპილაციისას.
ანა ვერძაძე