19 ივლისი, 2015
5 მავნე ჩვევა, რის გამოც დროზე ადრე ბერდებით
1. მიმიკების ხშირი ცვლა

ხშირად ვერც კი ამჩნევთ ისე ჩნდება ღრმა ნაოჭები თვალის გარშემო, რის მიზეზიც სახის ჭმუხვნაა.
სახის კანისთვის ასევე საზიანოა:
არასწორად შერჩეული სათვალე; ადამიანს დღეში უამრავჯერ უწევს მიმიკების ცვლილება, საბოლოოდ კი ეს მოხუცებულის შესახედაობას გაძლევთ.
მზეზე, პლაჟზე სათვალეების არ ტარება საზიანოა და სწორედ ყველაზე ნაზ, თვალების გარშემო კანზე აისახება.
კანის დასაჭიმად გამოიყენეთ სპეციალური კრემები და პატარა ვარჯიში - თვალები აქაჩეთ ზევით-ქვევით, მარჯვნივ-მარცხნივ.

2. არ დაღეჭოთ

წვენის სპეციალური საწრუპავით დალევა მართალია საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ
ტუჩების ასე დაჭერა, აჩენს ნაოჭებს, რომელთა მოშორება შეუძლებელია.
იმავე ეფექტს იძლევა მოწევა. ვინც ეწევა, ყოველთვის უფრო ასაკიანად გამოიყურება, ვიდრე მისი თანატოლები.
გამოდის, რომ მუდმივად რაღაცის ღეჭვა, თუნდაც მზესუმზირის ჭამა, აზიანებს არა მარტო მომნელებელ სისტემას, არამედ უარყოფითად აისახება სახის კანზეც.

3. ნუ გაიხეხავთ კანს

რა თქმა უნდა დროდადრო აუცილებელია არასასურველი ნაწილაკების მოშორება, თუმცა გადამეტება აქაც გეკრძალებათ. თუ სახის გამწმენდ სკრაბს კვირაში ერთის ნაცვლად რამდენჯერმე გამოიყენებთ, დააზიანებთ კანის ბუნებრივ დამცველ ფუნქციებს, რაც იწვევს ანთებით პროცესებს, ინფექციას.. რუჯი კი არათანაბრად გადანაწილდება და დაბერების პროცესიც დაჩქარდება.

4. არ გამოიყენოთ სიბერის საწინააღმდეგო კრემები დროზე ადრე

შეცდომაა, როცა ახალგაზრდა ქალები გამაახალგაზრდავებელ კრემებს მიმართავენ. 25 წლამდე საკმარისია ტონიკისა და დამატენიანებელი კრემების გამოყენება. 35 წლამდე კი - მკვებავი კრემი და ანტისტრესული კოსმეტიკა.

5. მხრებს ნუ ჩამოუშვებთ

კანის მდგომარეობაზე, რაღათქმაუნდა სხეულის ჭერის მანერაც მოქმედებს. ჩამოშვებული მხრები და მოხრილი დგომა 25 წლის ადამიანსაც კი მოხუცებულ არსებად აქცევს.
ჯანმრთელი, გამართული მხრებისთვის, დღეში 5-6-ჯერ, მანქანაში თუ მაგიდასთან ჯდომისას, გააკეთეთ ეს სავარჯიშოები:

1. ჩასუნთქვისას: მხრები გასწიეთ მაქსიმალურად უკან, კარგად დაძაბეთ ზურგის კუნთები და კვლავ გამოწიეთ მკერდი წინ.

2. ამოსუნთქვისას: დააბრუნეთ მხრები ჩვეულ მდომარეობაში.

3. ახლა მაქსიმალურად გაიტანეთ მხრები, მსუბუქად გადაიხარეთ წინ და მოხარეთ ხერხემალი.

სავარჯიშო 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS