18 ივლისი, 2015
როგორ გამოვიყენოთ გვირილა კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ - 3 ეფექტური რეცეპტი
1. 50-50 გ გვირილა, კრაზანა, არყის ხის კვირტები და უკვდავა კარგად აურიეთ ერთმანეთში.

1 ჩ.კ. მცენარეულ ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდნარი ან გაფილტრული მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დასაყენებლად 2 საათით. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა ძილის წინ მცირე ყლუპებით. გემოვნებისთვის თბილ ნაყენს შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის ცედრა ან ½ ჩ.კ. თაფლი. კურსი - სანამ არ დაგიმთავრდებათ მცენარეული ნაკრები.

2. იმისათვის, რომ დაარეგულიროთ კუჭ-ნაწლავის მუშაობა, რეკომენდებულია საშუალება, რომელიც მზადდება შემდეგი რეცეპტით:

მიიყვანეთ დუღილამდე 3 ჭიქა
მდნარი არ გაფილტრული წყალი (ასეთი წყლის სირბილე მნიშვნელოვანია) და ჩაყარეთ 3 ჩ.კ. გვირილა, ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით. დაახურეთ თავსახური და, როცა გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე, გაწურეთ და მიიღეთ მცირე ყლუპებით 200-200 მლ დღეში 2-ჯერ. მიღების წინ ჭიქაში დაამატეთ მწვანე ჩაის თბილი ნაყენი (უნდა იყოს 50მლ მწვანე ჩაის ნაყენი და 150 მლ გვირილას ნახარში). დარჩენილი გვირილას ნახარში შეიძლება შეინახოთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღე. მკურნალობის კურსი - 3 თვე.

3. გვირილას მეშვეობით კუჭ-ნაწლავის მუშაობის დასარეგულირებლად ყველაზე მარტივ ხერხად ითვლება მისი გამოყენება ჩვეულებრივი ჩაის სახით.

ამისათვის უბრალოდ ½ ჩ.კ. გვირილას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში. ასეთი ჩაი სასრგებლოა მთლიანად კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის და მისი მიღება შეიძლება შეზღუდვების გარეშე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS