10 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ მარილისა და სანელებლებისაგან.
მაშ ასე! 10 დღიანი დიეტის მენიუ:
ცილის დღე:
გაღვიძებისთანავე დალიეთ თბილი წყალი.
საუზმე - მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათი, სალათის ჩანაცვლება შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულით.
დანარჩენი დღის განმავლობაში მიირთვით მოხარშული ქათმის ხორცი, შემდეგნაირად მომზადებული:
ადუღეთ ხორცი რამდენიმე წუთს, შემდეგ გადაუწურეთ წყალი, ქათამი გარეცხეთ და კვლავ დაასხით წყალი, ადუღეთ ვიდრე არ მოიხარშება.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ
ნახშირწყლების დღის რაციონი:
1-1,5 კგ. სხვადასხვა ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).
ბოსტნეულის მიღება შეგიძლიათ როგორც უმად, ისე მოხარშული.
დღეში შეიძლება 6-8-ჯერ მიიღოთ საკვები, რომელშიც შედის ბოსტნეულის სალათი.
რეკომენდებულია შემდეგი სალათის მიღება:
1 უმი ჭარხალი, 1 სტაფილო, დახეხეთ რამდენიმე ფურცელი თეთრი კომბოსტო, შეგიძლიათ დაუმატოთ ვაშლის მეოთხედი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ წყალიც.
ყოველ დღე აუცილებლად დალიეთ 2 ლ წყალი.
ეს ყველაფერი მიირთვით 7 საათამდე.
ეს დიეტა საუკეთესო მეთოდია დღესასწაულებამდე სწრაფად დაკლებისათვის.
ანა ვერძაძე