15 ივლისი, 2015
კაცუდზო ნიშის უნიკალური ვარჯიში "ოქროს თევზი" ხერხემლისთვის
ხერხემლის პრობლემები დღეს პირველ ადგილზე დგას. სკოლის მოსწავლეების დიდ ნაწილს - სქოლიოზი აწუხებს. 25 წელს გადაცილებულ ბევრ მოზრდილს კი ხერხემლის არასწორი ჭერის მანერა აქვს. სწორედ აქედანაა გამოწვეული ყველა ტკივილი.

სავარჯიშო "ოქროს თევზი, დღეში ორჯერ,დილით და საღამოს გააკეთეთ.

სწორ სიბრტყეზე, დაწექით ზურგზე. ხელები დაჭიმეთ თავს უკან, ფეხები კი პირიქით, რაც შეიძლება კარგად.
ხელები, თავი, ზურგი, ფეხები, ქუსლები - კარგად დააჭირეთ იატაკს.

ახლა კი მოემზადეთ ვარჯიშისთვის:

ორივე ხელის გული ამოიწყვეთ კისრის ქვეშ. ფეხის თითები კი თქვენკენ მიმართეთ.

ასეთ მდგომარეობაში სცადეთ სხეულის ვიბრირება, ისე როგორც თევზი აკეთებს წყალში, იმოძრავეთ სხვადასხვა მხარეს: მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. სავარჯიშოს გამარტივებისთვის შეგიძლიათ ოდნავ წამოსწიოთ თავი და ფეხები. სავარჯიშო უნდა აკეთოთ 3 წუთის განმავლობაში.

Rating

"ოქროს თევზის" წყალობით, ხერხებლის ყველა ნაწილი თავის ადგილს უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს რომ სისხლძარღვები და ნერვული სისტემაც წესრიგში მოდის. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ხოლო ნერვული სისტემა ყველა ორგანოს სწორ სიგნალს გადასცემს.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS